LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ღონღაძე: „პაციენტები ადრე თუ ტელევიზორებს ითხოვდნენ, ახლა მათი თანხმობით პალატებში დამატებით საწოლებს ვდგამთ და სხვებს ჟანგბადს ვუნაწილებთ…“

383
mishagongadze2012

ექიმი, ქირურგი, მიშა ღონღაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, როგორ შეიცვალა კოვიდით დაავადებული პაციენტების ქცევა ბოლო პერიოდში. ის ასევე მიმართავს მათ, ვინც ექიმებს აკრიტიკებს.

„თუ ომია, იყოს ომი, არავის ვათქმევინებთ, ექიმებმა უკან დაიხიესო. დიდი დანაკარგების მიუხედავად, მაინც წინ. ყოველი გაწერილი პაციენტი მოგებული ბრძოლაა. თავიდან ვერ აცნობიერებდნენ პაციენტები, ზოგი ზეითუნის ზეთზე დამზადებულ საჭმელს ითხოვდა, ზოგი სათითაოდ ტელევიზორის დამონტაჟებას, ახლა შეიცვალა ეს მიდგომა, საწოლის ჩადგმა და ჟანგბადის განაწილება მათი თანხმობით, კიდევ თუ ჩაიდგა, ჩავამატოთ საწოლები, შევვიწროვდებითო. ეს მახარებს, ყველა გადასულია ერთმანეთის დახმარებაზე. კარგი იქნება, გლობალური სახე მიეცეს ამ ყველაფერს და ეს უაზრო ზეწოლა დამთავრდეს ექიმებზე. არ არის ახლა ამის დრო, ყოველდღე ჩვენი კოლეგებიც მძიმდებიან, ზოგი აპარატზეც გადავიდა, ასე რომ, იარაღით შეუვარდები მტერს თუ უხილავს კომბინიზონით, შედეგი მაინც ჩვენს ჯანმრთელობაზე გადის, იმის გამო, რომ პაციენტი იყოს კარგად. ექიმებზე მოღლიცინე, სახლში მჯდომი, კლავიატურის ლომების გასაგონად განსაკუთრებით!!!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები