მიხეილ კალანდიას საქმეს, რომელიც დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, დღეს სასამართლო განიხილავს. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით 4 ივნისს დააკავეს. 

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში – მიყვანამდე. მეორე კი – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები