LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ კალატოზიშვილის “ჯიმ შვანთე“ The New Yorker-მა 62 საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს შორის დაასახელა

551
thenewyorker2011

პრესტიჟული ამერიკული გამოცემა The New Yorker წერს 62 საუკეთესო დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელთაც ჩამოაყალიბეს დოკუმენტური ფილმის ისტორია და მათ შორის პირველს ასახელებს ქართველი რეჟისორის, mixeil კალატოზიშვილის ფილმს “ჯიმ შვანთე“ (“მარილი სვანეთს”).

როგორც სტატიის ავტორი წერს:

“სვანეთის იზოლირებული მთიანი რეგიონის სოფლის მოსახლეები საბჭოთა საქართველოში მარილის დეფიციტით იტანჯებიან, და კალატოზოვი აჩვენებს მათ აგონიას საზარელი დეტალებით, და ეს გრძელდება, სანამ საბჭოთა მუშები არ დაიწყებენ გზების აგებას, რაც გახსნის რეგიონს სხვადასხვა ტვირთის, მათ შორის მარილის მისაღებად. ფილმი აშკარა პოლიტიკურ პროპაგანდას შეიცავს, თუმცა კალატოზოვი ახერხებს გადმოსცეს ამ სიტუაციის მთელი საშინელება“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები