LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: არ მიყვარს სტალინი, გელა-მიყვარს

338
BeFunky-collage (13)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ამჯერად მიხეილ სააკაშვილი თავისი მასწავლებლის, გელა ჩარკვიანის პოსტს აზიარებს და წერს: “არ მიყვარს სტალინი, გელა – მიყვარს”. პოსტში წარმოდგენილია ამონარიდი გელა ჩარკვიანის წიგნიდან “ნაგერალა”.

“ვისაც მეტემფსიქოზის და რეინკარნაციის სწამს, შეიძლება წარ­მოიდგინოს, რომ სტალინივით 21 დეკემბერს დაბადებული მიშა სააკაშვილი მართლაც არის მისი ინკარნაცია ახალ პირობებში. ამ­ჯერად არა მეწაღის და მრეცხავის შვილი, არამედ профессорский сынок. სწავლობს არა თბილისის სასულიერო სემინარიაში, არამედ კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ­იორკში. განაგებს არა ვეებერ­თელა საბჭოთა კავშირს, არამედ პატარა საქართველოს.

მსოფლიო მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, ურთიერთდამოკიდებულია და გაცილებით მეტად გამჭვირვალე. მასშტაბური რეფორმების გატარების სურვილი, მათი განხორციელებისა და მკაცრი დისციპლინის დამყარების უნარი, ისტორიული მისიის შეგ­ნება, ორივეს ახასიათებს. ორივესა­თვის აგრეთვე დამახასიათებელია ადამიანთა ცალკეული ჯგუფების ინტერესებისა და უფლებების უგუ­ლებელყოფა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

სტალინი სისხლიანი ტირანია. ეს ნაწილობრივ მაინც თავ­სებადია მის ეპოქასთან. სააკაშვილი ავტორიტარული დემოკრატი. ჩვენი რეგიონის ქვეყნისათვის ეს მიღწევაა, მით უმეტეს, როცა სწორედ მისი მმართველობის დროს ხდება ძალაუფლების ლეგიტიმური გადაბარება არჩევნების გზით და იწყება ორპარტიული პოლიტიკური კულტურის ელემენტების ჩასახვა. ვნახოთ.

P. S. იქნებ არც ისაა შემთხვევითობაა, რომ ორივეს განათლების საქმეში წვლილი ჩარკვიანებმა შეიტანეს. სოსოს ანბანი და რუსული ენა კოტე ჩარკვიანმა ასწავლა. მიშას კი გელა ჩარკვიანი ასწავლიდა ინგლისურს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები