LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საინიციატივო ჯგუფში შესვლა „ლელოს“ გეგმებში არ არის: ბადრი ჯაფარიძე

132
ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საინიციატივო ჯგუფში შესვლა „ლელოს“ გეგმებში არ არის.

მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამ ეტაპზე არარეალიზებადია.

“ეს არის ინიციატივა ბატონი სააკაშვილის, ეს ჩვენი ინიციატივა არ არის, მე ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა ამ წუთას არარეალიზებადიც არის”

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ახლა დღის წესრიგში უნდა იყოს, რომ მიეცეს სააკაშვილს საშუალება, დაესწროს სასამართლო პროცესს.

“ეს კარლ ჰარცელმაც აღნიშნა, რომ ესაა სწორედ ევროპული მოთხოვნაც, უნდა ესწრებოდეს სასამართლო პროცესს და უნდა ჰქონდეს არგუმენტების მოყვანის საშუალება.” – განაცხადა ჯაფარიძემ

მისი თქმით, შესძლებელია შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ექნება ამოცანა.

“ამას ხელს ვერავინ ვერ შეუშლის, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტები არის ის, რაც მოგახსენეთ, დღის წესრიგი, რომელიც იქნება პოზიტიური, რომელიც გულისხმობს გაერთიანებას, კონსოლიდაციას ეროვნულ დონეზე”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ლელო“ 29 ნოემბერს სასამართლოს ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე წარმოდგენილი არ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები