LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, შესაძლოა, კლინიკა „ვივამედში“ გაიმართოს

75
მიშა პროცესი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 15:00 საათზეა დანიშნული, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა პროცესი კლინიკა “ვივა მედში” გაიმართოს.

როგორც „ფორტუნას“ მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განიხილვის რეჟიმშია, თუმცა ამ დრომდე დადასტურებულად არ იციან, გაიმართება თუ არა კლინიკაში სააკაშვილის სასამართლო პროცესი.

იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე მხარე გასვლითი პროცესის ჩატარების შუამდგომლობას დააყენებს და მოსამართლე აღნიშნულს დააკმაყოფილებს, სხდომა კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება, სადაც სააკაშვილია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.