LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა

289
AB080274-3B37-4D26-B529-1C0F97536254_cx0_cy7_cw0_w1023_r1_s

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა, – ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„ზელენსკის სახელზე შევიტანე სააკაშვილის მიმართვა, რათა მან აღადგინოს სამართლიანობა და დაუბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა“,- წერს ადვოკატი.

მის გვერდზე გამოქვეყნებულია სააკაშვილის მიმართვის ასლი, სადაც ვკითხულობთ:

„მე არ მჭირდება თანამდებობები და პრეფერენციები, მაგრამ თქვენ როგორც კონსტიტუციის გარანტორს, გაქვთ საშუალება, დაიცვათ ჩემი უფლებები და აღადგინოთ სამართლიანობა“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, თუ ზელენსკის აქვს ეჭვის მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების მიზანშეწონილობის შესახებ, მაშინ ზელენსკის შეუძლია, უბრალოდ მისცეს განკარგულება სასაზღვრო სამსახურის უფროსს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აქვს უფლება უკრაინაში ჩავიდეს, რათა შემდეგ სასამართლოში დაიცვას უფლებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები