LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯეს

342
1551094438-gaupatiureba

ხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯეს. გარდა ამისა მამაკაცი პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა.

განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო
და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა.

დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა და ბიჭი მანქანიდან
გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ.

საქმის მასალების თანახმად ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული. პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი.

გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის.

ბრალდებულმა დანაშაული უარყო და განაცხადა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებული
ირწმუნება, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო.

გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

წყარო: netgazeti.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები