LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდ დოლარიანი გოგონები – კარდაშიანებმა 2018 წელს ყველაზე ბევრი ფული იშოვეს

kardashians

კარდაშიანები ამერიკის ყველაზე მდიდარი ოჯახის სტატუსს წელსაც ინარჩუნებენ. 2018 წელს კარდაშიანების შემოსავლები გაორმაგდა და რიგ შემთხვევებში, გასამმაგდა კიდეც. ყველა მეტი ფული კი წელს კაილი ჯენერმა იშოვა, რომლის წლიური შესამოსავალი 900 მილიონი გახდა, რაც მალე მას მილიარდერად აქცევს. ეს ფული მან რეალითი შოუდან და ასევე, სახელობითი კოსმეტიკური ბრენდის წყალობით იშოვა. 21 წლის კაილი ამერიკის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის მეხუთე ადგილზეა.

კაილის საგრძნობლად ჩამორჩება კიმ კარდაშიანი, რომლის წლიური შემოსავალი 350 მილიონი იყო და ის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის მხოლოდ 54-ეა. კრის ჯენერის შემოსავალი 60, ხოლო ქლოე კარდაშიანის, 40 მილიონი დოლარია.

რაც შეეხება კენდალ ჯენერს, ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელმა პროფესიის წყალობით, 2018 წელს 18 მილიონი იშოვა, ხოლო რეალითი შოუს წყალობით, 30 მილიონი. რაც ეხება ქორთნი კარდაშიანს, მისმა შემოსავალმა 35 მილიონი დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები