LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდება

67
1623071187-GettyImages-1171215140

კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში 20 ივლისს გაემგზავრება. ამის შესახებ საზოგადოებას მან საკუთარ Instagram-ის გვერდზე განთავსებული პოსტით ამცნო. პოსტშივე არის მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვარსკვლავებისაკენ გამგზავრებულ ბეზოსს კომპანიონობას საკუთარი ძმა გაუწევს.

„კოსმოსში გამგზავრებაზე ხუთი წლის ასაკიდან  ვოცნებობდი. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად გავემგზავრები. წინ მელის უდიდესი თავგადასავალი ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად“, -წერს 57 წლის ბეზოსი „ინსტაგრამზე“.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი კოსმოსური ტურისტებისთვის სუბორბიტალურ ფრენას 20 ივლისს განახორციელებს.

რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ბეზოსი პირველი მილიარდერი გახდება, ვინც კოსმოსში იმოგზაურებს. ამისი სურვილი ღიად ჯერ არც ილონ მასკს დაუფიქსირებია, რომელიც ცნობილია მარსის კოლონიზაციის საკუთარი იდეით , მისი კომპანია კი დიდი ხანია აღნიშნულ სეგმენტში წარმატებით მოღვაწეობს.

ცნობილია ისიც, რომ Blue Origin-ის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა  ექვსადგილიანი კაფსულით განხორციელდება; 19-მეტრიანი რაკეტა ძმებ ბეზოსებს  11-წუთიან მოგზაურობაში წაიყვანს და დედამიწის ზედაპირიდან 96 კმ სიმაღლეზე გაჩერდება. აღნიშნულ კაფსულაზე კომპანია უკვე ექვსი წელია მუშაობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება ბილეთები სხვა მგზავრებისათვის, თუმცა ბეზოსს, რომლის ქონებაც 187 მლრდ. აშშ დოლარად არის შეფასებული, ბილეთის ყიდვა ნამდვილად არ გაუჭირდება.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jeff Bezos (@jeffbezos)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები