LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონად გაყიდულმა ნახატმა თავი გაინადგურა – ბენქსის პროვოკაცია

332

ურბანისტი მხატვრის, ბენქსის ცნობილი ნახატი „გოგონა ბუშტით“ ლონდონში, სოტბის აუქციონზე 1 მილიონ ფუნტად გაყიდვიდან რამდენიმე წამში განადგურდა. ნახატი დაიჭრა და ჩარჩოდან ჩაცურდა. ეს ყველაფერი მცირე დროში, საზოგადოების თვალწინ მოხდა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში, ნახატის ავტორმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ქაღალდის გამანადგურებელი აპარატი (შრედერი) რამდენიმე წლის წინ თავად ჩაამაგრა ნახატში იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე ნამუშევარს აუქციონზე გაიტანდნენ.

ვიდეოში ჩანს როგორ ჩამონტაჟდა ნახატის ჩარჩოში ქააღალდის გამანადურებელი, თუმცა უცნობია, როგორ მოხდა მისი მართვა დისტანციურად.

მისტიკურმა მხატვარმა აღიარებით პოსტს, პიკასოს ციტატაც მიაწერა: „განადგურებისკენ სწრაფვაც შემოქმედებითი სურვილია“.

აუქ­ცი­ო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, შრე­დე­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

სოტბის აუქციონის სახლის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მყიდველს და მომხდარის შესახებ შეატყობინეს. აუქციონის წესების თანახმად, მყიდველს დაზიანებულ ლოტზე უარის თქმის უფლება აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები