LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე ომს უკვე 429 ბავშვი ემსხვერპლა – ბოლო ცნობები უკრაინიდან

35
Untitled design

24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, 429 ბავშვი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, ომის მიმდინარეობის დროს 1246-ზე მეტი ბავშვი დაშავდა

„ეს რიცხვები საბოლოო არ არის, რადგან უცნობია საომარი მოქმედებების ადგილებზე, ასევე დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პარალელურად, უკრაინული მედია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე განახლებულ მონაცემებსა ავრცელებს.

რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ხარკოვზე. 

ქალაქის მერმა იგორ ტერხოვმა განაცხადა, რომ ხარკოვში აფეთქებების სერიაა და მოქალაქეებს მოუწოდა, იყვნენ ფრთხილად და დარჩნენ თავშესაფრებში.

გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვის დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა:

„დღეს მტერმა რაკეტები ესროლა ქალაქ ხარკოვს. მათ კიევსკის რაიონში მდებარე სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“ – ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი.

თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ ზაპოროჟიეს მოქალაქეებსაც:

„მტერი ზაპოროჟიეს რაკეტებით უტევს, მოგიწოდებთ, დარჩეთ თავშესაფრებში“, – წერს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი.

კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსებმა დანაღმეს – ასეთი ტერორისტული თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია: ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები