LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა გაგახაროთ, Wizz Air ქუთაისიდან ავიამიმართულებებს ამატებს“ – აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი

382
ipiccy-image

მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ამატებს რეისებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აცხადებს.

მისი თქმით, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებულნი არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც.

„მაგალითად, 30 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მ, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს ფრენებს, ხოლო ზაფხულში, ივლისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Eurowings-ი დაიწყებს“, – დასძინა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, რეისებისა და მიმართულებების დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-აც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები