LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის” – გიორგი კვირიკაშვილი

47685232_765987427079617_4089558565218418688_n

“როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის,” – ამის შესახებ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი მარგველაშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

“ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი,”- წერს გიორგი კვირიკაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები