LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ვთხოვო მომავალ დედებს, დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, ყურაღება მიაქციეთ წონას – მამუკა ნემსაძის მიმართვა

155
ouradieqimi2010

მეან-გინეკოლოგმა, ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ნემსაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ორსულობის დროს არსებულ რისკებზე ისაუბრა. მან დეტალურად უპასუხა მაყურებლის მიერ დასმულ კითხვას ორსულობის დროს ჭარბი წონის რისკებზე:

ორსულობის მართვა გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ორსულობის დროს ვლინდება, საყურადღებოა. ჭარბი ჭონა, ისევე როგორც წონის დეფიციტი, იმ ტიპის პათოლოგიებია, რომლის კორექციაც ჯერ კიდევ დაორსულებამდე უნდა მოხდეს. ჭარბი წონის დროს დიდია ნაადრევი მშობიარობის, პრეეკლამსიის განვითარების, არტერიული წნევის მომატების, გესტაციური დიაბეტის რისკი, ასევე სხვა ტიპის იგივე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკი. მინდა ვთხოვო მომავალ დედებს, დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, ყურაღება მიაქციეთ წონას . ჭარბი წონა რიგ დარღვევებს იწვევს და ხანდახან თავად ორსულობის დადგომაც ძნელდება. საკვერცხეში ხდება იმ ცვლილებების განვითარება, რაც მის მომწიფებას უშლის ხელს. ამიტომ მთელი რიგი ჰორმონალური ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, ჯობს წონის კორექცია, ჯერ კიდევ ორსულობის დადგომამდე მოხდეს.

დღეს ამერიკაში დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად ჭარბი წონა განიხილება. საუბარია, უდიდესი რესურსის მქონე ქვეყანაზე. ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეგიამ განიხილა ის ფაქტორები, რის გამოც დედათა სივდილიანობა იზრდება და მათ შორის ერთ-ერთი, ჭარბი წონაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები