LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა ყველას გაგიზიაროთ ხმამაღლა, “მე ყოფილი მოთამაშე ვარ”, წავაგე ემოციები, ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს…” – თევდორე გოგოლაძის ემოციური მიმართვა საზოგადეობას

9571
BeFunky-collage (2)

მინდა ყველას გაგიზიაროთ ხმამაღლა, ეს თემა ამ ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალურია და იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო. “მე ყოფილი მოთამაშე ვარ” 10 წელი სისტემატურად ვთამაშობდი, ამ თამაშს ბევრ გამამართლებელ მიზეზსაც ვუძებნიდი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თევდორე გოგოლაძე წერს და პოსტის საშუალებით საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და რჩევებს აძლევს.

“(ვერთობი, ფული მჭირდება, საჭირო ფულს არ ვაგებ და ა.შ) მოკლედ ყველანაირად თავს ვარიდებდი იმის აღიარებას, რომ მე მოთამაშე ვარ. ამ 10 წლის მანძილზე, ფული მეორე ხარისხიანია, რაც ყველაზე მეტი წავაგე ეს იყო ჩემი დრო, რომელსაც ფიქრით თამაშს ვუთმობდი, ინტერესები რაც მქონდა და რესურსი, რომელიც შემეძლო განმევითარებინა სლოტის ტრიალში ვფლანგავდი, ხალხის ნდობა, რადგან საზოგადოებაში არის აზრი რომ ყოფილი მოთამაშე და ნარკომანი არ არსებობს, რაც მცდარია, მაგრამ აქვს მეორე მხარეც, ყოფილი მოთამაშე ვერ განიწმინდება ბოლომდე და გონებაში ყოველთვის იქნება ჩალექილი ეს პრობლემა, ყოფილი მოთამაშე ვერ შეძლებს გასართობად ითამაშოს და მან გამუდმებით “არა” უნდა თქვას თამაშზე.

მოკლედ, საბოლოო ჯამში წავაგე ემოციები, ემოციები რითაც ადამიანი შედგება, ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს, ვეღარ ვგრძნობდი ბედნიერებას, სიმძაფრე ჰქონდა ყველაფერს მოკლებული.

დედაჩემის რჩევით 2 წლის წინ მივედი კამარა Kamara ში სადაც, მოთამაშეებისთვის იყო კურსი, აქ მყოფმა ოქრო ადამიანებმა, ფსიქოლოგებმა Ninutsa Komakhidze მერი გელაშვილი Elene Baramidze Natia Panjikidze შორიდან შემახედეს, მესამე თვალით ჩემ თავს, როცა სხვა მოთამაშეებს ვხედავდი იმ ადამიანებით გავავლე პარალელი ჩემ თავთან და დავინახე რამდენი რამე მქონდა ჩაკეტილი და რამდენი რამე მომპარა თამაშმა.

გავიდა ერთი წელი და მე აღარ მითამაშია, ხმამაღლა ვიტყვი უკვე გამბედავად რომ მე ყოფილი მოთამაშე ვარ, რისთვისაც პირველ რიგში კამარას და იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ერთად დადიოდა. ამ ერთი წლის მანძილზე შევძელი ის რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია.

დავწერე 3 ფილმის სცენარი, დავაფასე სხვა ადამიანები, შევიყვარე ადგილი სადაც მე ვიმყოფები და ნუ ფული სულ მაქვს, სიგარეტის მაინც )))

მოკლედ მეგობრებო ეს წელი ვისაც ეგ პრობლემა გაქვთ გაგეტარებინოთ უთამაშოთ და ითამაშეთ ცხოვრებით და არა საკუთარი თავით, დამიჯერეთ გაგიჭირდებათ მაგრამ სულ მალე გამოიდარებს და ახლიდან დაიბადებით უფრო ძლიერები. მიყვარხართ”,- წერს თევდორე გოგოლაძე.

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციების შესახებ კანონი დამტკიცდა, რეგულაციები 1 მარტიდან ამოქმედდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები