LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდოდა, რომ ჩემი შატო-მარანი ფოლკლორის, ეთნოგრაფიის და თანამედროვეობის შერწყმის ერთგვარი ადგილი ყოფილიყო“ – გიორგი უშიკიშვილმა ახმეტაში უნიკალური საკურორტო სასტუმრო გახსნა

2010
291837258_747542499901178_6450999246597560739_n

ძირძველი კახური, ტრადიციული კოშკი, გამორჩეული კონცეფციის ნომრები, უნიკალური ქართული სამზარეულო და ტრადიციები, რომლებსაც მძაფრად შეიგრძნობთ – ეს გიორგი უშიკიშვილის „შატო-მარანია“, რომელიც სულ 10 დღეა გაიხსნა და სტუმრების მიღება უკვე დაიწყო.

ცნობილმა ქართველმა ფოლკლორისტმა და მომღერალმა „შატო-მარანის“ გახსნა ახმეტაში, სწორედ იმ ადგილას გადაწყვიტა, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ.

„ჩემი შატო-მარანი ორი კონცეფციის და ორი ისტორიის მქონე შენობას აერთიანებს: აქ, სიძველე და თანამედროვეობა ერთმანეთშია შერწყმული. მთავარი მიზანი კი, რის გამოც შატო-მარანის დაარსება გადავწყვიტე, ამ ადგილის გამოცოცხლებაა. აქ ცხოვრობდნენ ჩემი წინაპრები, სხვათა შორის, კოშკიც, რომელიც ამჟამად, ჩვენი სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, სწორედ მათი დატოვებულია და ის ძველი იერსახით შევინარჩუნე. გარდა ამისა, შატო-მარანის სწორედ ამ ადგილას გაკეთების მიზეზი ისიც იყო, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში სასტუმროები ფაქტობრივად არ არის, ამიტომ, ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ეს აუცილებელი იყო“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას გიორგი უშიკიშვილმა.

მისივე განმარტებით, გიორგი უშიკიშვილის „შატო-მარანი“ დამსვენებლებს არამხოლოდ განთავსებას და უნიკალურ გარემოში დასვენებას, არამედ შემეცნებით აქტივობებსაც სთავაზობს. შატო-მარანში ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება თემატური საღამოები, ე.წ კულტურის საღამოები, სადაც გიორგი უშიკიშვილის სტუმრები სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს, პოეზიას, ფოლკლორს ეზიარებიან. აღსანიშნავია, რომ გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანში განთავსებულია დიდი ქართველი კომპოზიტორის, ანდრია ყარაშვილის კუთვნილი როიალიც, რომელზეც შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჰიმნი “სამშობლო” და სხვა მრავალი ცნობილი ნაწარმოები.

„მინდოდა, რომ ჩემი შატო-მარანი ფოლკლორის, ეთნოგრაფიის და თანამედროვეობის შერწყმის ერთგვარი ადგილი ყოფილიყო“, – ამბობს გიორგი უშიკიშვილი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

ცნობილი ფოლკლორისტი და მომღერალი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ უახლოეს პერიოდში აპირებს, სასტუმროს ყველა ნომერში ვინილის დასაკრავები განათავსოს, რათა თითოეულ სტუმარს შეეძლოს სასურველი მუსიკის მოსმენა. გარდა ამისა, უშიკიშვილი საკონფერენციო დარბაზების, საუნას და კომფორტისთვის საჭირო სხვა სივრცეების დამატებასაც განიხილავს.

რაც შეეხება ამჟამინდელ სერვისებს, გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანში დაგხვდებათ:

– 18 განსხვავებული ნომერი;

– უგემრიელესი სამზარეულო;

– სასტუმროს შუა გულში აუზი;

– გიორგი უშიკიშვილის მარნის ღვინო;

– ტერასები;

– საკონფერენციო დარბაზი.

აღსანიშნავია, რომ 18 ნომრიდან 6 განთავსებულია გიორგი უშიკიშვილის წინაპრების აშენებულ კოშკში.

ცალკე ხაზგასასმელია გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანის სამზარეულო, რომელიც ძირითადად, კახური კერძებით არის დაკომპლექტებული. „ჩვენი კერძები არის აბსოლუტურად ნატურალური, ვინაიდან, პროდუქციას ადგილობრივებისგან ვყიდულობთ და ყველაფერი არის ეკოლოგიურად სუფთა“, – განმარტავს უშიკიშვილი.

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ახმეტაში მდებარე შატო-მარანში სტუმრობისას, დამსვენებლები გიორგი უშიკიშვილის ხალხურ სიმღერასაც ხშირად მოისმენენ.

დეტალური ინფორმაცია გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანის შესახებ იხილეთ მის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები