LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი კორონავირუსზე: განგაშის საფუძველი არ გვაქვს, სიტუაცია კონტროლირებადია

220
BeFunky-collage (16)

“ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და  ეფექტურად, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებაში გამართულ მორიგ საგანგებო შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა,  დედაქალაქში პაციენტების განთავსებისთვის საკმარისი საწოლფონდია. ასევე , მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოები.

“მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს იმ პირების გადაყვანა კარანტინის რეჟიმიდან თვითიზოლაციაში, ვისაც არ ესაჭიროებათ კარანტინში ყოფნა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მთავარია მოეწყოს საკარანტინო სივრცეები: რამდენად მზად არის ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან საბრძოლველად

მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის საფრთხის ფონზე საკარანტინო ადგილები გაიზრდება.

“დღეისათვის საჩხერეში 200-მდე ადგილია გამოყოფილი. ევროპიდან მოგზაურების რაოდენობა სავარაუდოდ მოიმატებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ,”- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა (ვიდეო)

კორონავირუსით ინფიცირებული პირი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია

 

პოპულალურები