LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირჩევნია კალაძე მარიხუანას ეწეოდეს და კარგი მერი იყოს – რომან გოცირიძე

61
BeFunky-collage (11)

“მირჩევნია კალაძე მარიხუანას ეწეოდეს და კარგი მერი იყოს”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კახა კალაძე გაება მახეში, მახე დაუგო გახარიას და თავად მოჰყვა.

„კალაძე რომ ამბობს, ქალაქის მერი ვარ და არ მაინტრესებს რა ხდება (მოსმენებზე), კანალიზაცია მაინტერესებსო, არადა პარტიის ნომერ მეორე პირია, გენერალური მდივანი და თურმე, არ აინტერესებს რა ხდება ქვეყანაში. აი მაშინ დააინტერესებს, როცა მის მოსმენებსაც ვიხილავთ, ალბათ. ბატონ კალაძეს მოუსმენლად არ დატოვებდა ივანიშვილი. თავი რომ მოაქვს ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლად, სხვათაშორის, მირჩევნია კალაძე მარიხუანას ეწეოდეს და კარგი მერი იყოს, ვიდრე იყოს მერი, რომელმაც ენერგეტიკა ჩაიგდო ხელში, ხიდებს პირებოდა ხალხს და ერთი ხიდი ვერ ააშენეს. კახა კალაძე გაება მახეში, მახე დაუგო გახარიას და თავად მოჰყვა. წავიდა ეს კაცი, გაიკეთა თმის ანალიზი. თმაში ნარკოტიკი რჩება ერთი წელი, შარდში ერთი კვირა. ახლა წავიდეს კალაძე და მოიტანოს უფრო სარწმუნო წყარო, რომ ნარკომომხმარებელი არ არის, წავიდეს, თმის ანალიზი გაიკეთოს,”- განაცხადა გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები