LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის სამყარო 2019“ სამხრეთ აფრიკელი გახდა

8980
BeFunky-collage (20)

„მის სამყარო 2019“-ის სილამაზის კონკურსის შედეგი უკვე ცნობილია. სამყაროში ყველაზე ლამაზი ქალი სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი, 26 წლის ზოზიბინი ტუნცი გახდა.

დაჯილდოების ცერემონია აშშ-ში, ატლანტაში გაიმართა. „მის სამყაროს“ ტიტულისთვის 90 ლამაზმანი იბრძოდა. როგორც ცნობილია, მეორე ადგილი პუერტო-რიკოელმა 24 წლის მედისონ ანდერსონმა დაიკავა, მესამე კი-25 წლის მექსიკელმა, სოფია არაგონმა.

ინფორმაციას ამის შესახებ კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ზოზიბინი ტუნცი სამხრეთ აფრიკის ისტორიაში კონკურსის მესამე გამარჯვებულია, ის აქტიურად ებრძვის სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნის საფუძველზე მომხდარ ძალადობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები