LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა ცაგარელი: „2021 წელს თუ ვინმე მოგეწონებათ, აჯობებს, პირდაპირ განაცხადოთ თქვენი სიმპათიებისა და სურვილების შესახებ…“

1371
mikheil cagareli

მიშა ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2021 წელი, მათ შორის, სასიყვარულო ფრონტზე. სწორედ ამ ამონარიდს გთავაზობთ მისი ინტერვიუდან.

მიშა ცაგარელი:

„სიყვარულისთვის აქტუალური წელი იქნება. თუ ვინმე მოგეწონებათ, აჯობებს, პირდაპირ განაცხადოთ თქვენი სიმპათიებისა და სურვილების შესახებ. მომავალ წელს ურთიერთობებში თამაშები და თავის მოჩვენება საკმაოდ ნეგატიურ შედეგს მოგიტანთ. ხარის წელში კარგია ხელის თხოვნა. ოჯახის ცხოვრებაში, მეგობრებთან და ახლობლებთან კი ყველაზე მთავარი ტყუილისა და ფარისევლობისგან თავის შეკავება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, წყენასა და ნეგატივს ვერ ასცდეთ. თუ ხარის წელში რომელიმე ადამიანთან ურთიერთობისას უარყოფით დამოკიდებულებას იგრძნობთ, აჯობებს, დიდხანს არ გაწელოთ და სწრაფად დაამთავროთ მსგავსი ტიპის ურთიერთობები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები