LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა გომიაშვილი APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების ნომინანტია

109

მსახიობი მიშა გომიაშვილი APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების ნომინანტია. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმში “პრეზიდენტი” შესრულებული როლისთვის იგი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაშია წარდგენილი.

APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოება 2007 წლიდან ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბანში იმართება და მას აზიურ “ოსკარსაც” კი უწოდებენ. ფილმები კინოდაჯილდოებისთვის მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ირჩევა.
სალომე ჯაშის ფილმი “ბახმარო” 2012 წელს ნომინირებული იყო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში, წელს კი ამ პრესტიჟულ ჯილდოზე ქართველი მსახიობი მიშა გომიშვილი კიდევ 4 ნომინანტთან ერთად არის წარდგენილი.

APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვება 26 ნოემბერს მეცხრედ ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები