LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა გვყავს დასამარცხებელი, რომ დამარცხდეს ბიძინა – როგორ ეხმაურებიან არჩევნების შედეგებს

1351
nanuka

19 მაისს გამართულ რიგგარეშე და შუალედური არჩევნების შედეგებს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციური მხარეები ამ არჩევნების შედეგებით სხვადასხვა დასკვნებს აკეთებენ.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ზუგდიდში სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად არჩევნების დღეს თავად ჩავიდა, ამბობს, რომ ეს გამარჯვება და ციფრები ბიძინა ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ის მოუწოდებს ყველა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა შავგულიძის ირგვლივ გაერთიანდნენ.

„ბიძინასთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ციფრი ყოფილიყო ზუგდიდში. ანუ, მიშას უნდა “წაეგო”. ამიტომაც გადაწერეს ხალხი თბილისიდან. ამიტომაც ათრიეს თინა ბოკუჩავა, ამიტომაც რიგდებოდა ფული ღიად. ამიტომაც იდგნენ უბნებთან “გავლენიანი” ბიძები ვირუჯებითო რომ ამბობდნენ. ანუ, მთავარია მიშამ არ დაამარცხოს და დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია მისთვის.

ძალიან კარგია მეორე ტური მთაწმინდაზე მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება როგორც წესი მეორე ტურში სრულ მობილიზაციას ახდენს და იმარჯვებს. მობილიზაციას ფულის, გავლენების, უბნის, ძველი ბიჭების. მიუხედავად ამისა ახლა, ყველა უნდა გავერთიანდეთ შალვა შავგულიძის ირგვლივ.

და ბოლოს, მე არ მჯერა რომ ბიძინა არჩევნებით წავა. არ გეგონოთ რევოლუციას ვთვლიდე ალტერნატივად. არა, არც ლიდერია, რის გარეშეც რევოლუციები არ ხდება და დროც სხვაა, მაგრამ ბიძინა არ წავა რა. ფული სულ ექნება, ხელისუფლებაც და ხელისუფლებაში ყოფნის სურვილიც. კიდევ კარგი ოსკაროსანი ბებოები გვყავს და ბატკნის შემწირავი ბაბოები თორემ მაგარი ბანძია უკვე ქართული არჩევნები,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

თინათინ ხიდაშელი არჩევნების შედეგებს სავარჯიშო-გამოცანით ეხმიანება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება-დამარცხების გასაღები ხელში მიშას უჭირავს. ხიდაშელი ამის მაგალითად შალვა შავგულიძეს ასახელებს და წერს, რომ როგორც კი სააკაშვილთან დაუკავშირებელი პიროვნება წარსდგა არჩევნებზე, მაშინვე მეორე ტური დაინიშნა.

„თუკი დღემდე ვერ მიხვდით/მიხვდნენ/მივხვდით, ალბათ ასეც დარჩება, მაგრამ მაინც რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ეს სავარჯიშო, რომ ამოცანა ამოიხსნას: ჯამი ჭურჭელია.

‼1. მიშა ვერ ამარცხებს ოცნებას;

‼2. ვერც წარსული ერევა მომავალს;

‼3. ბიძინას გამარჯვება-დამარცხების გასაღები მიშას უჭირავს ხელში. 

"ოცნება" იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც...

იმდენი იძახეს "ოცნებაზე" უსუსურიაო, საბოლოო ჯამში ოპოზიცია აღმოჩნდა უუნარო.

? თუკი მოიკლავს წარსულ დღეებსა და დიდებაზე დარდს, ბედს შეეგუება და გვერდზე გაიწევს ☀ოცნების პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია;

? თუკი ჩაებღაუჭება იმას რაც დღეს აქვს მუდამ მდევარის როლში დარჩება, მეორე იქნება ⚡ცვლილება კი არ იქნება.

ამოცანის გასაღები ნაცმოძრაობაშია და არა ოცნებაში. ესენი სულ ასე იქნებიან, წაგებისთვის განწირული მეორე, რაც ბიძინას თავისთავად ტოვებს გამარჯვებულად.

მიშა მისი მთავარი მოკავშირეა ამ ბრძოლაში. როგორც კი ოდნავ გაიწია და მასთგან დაუკავშირებელი ადამიანი დადგა წინა პლანზე, მეორე ტური გვაქვს მთაწმინდაზე 🙁

?? ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ, ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, ამჯერად ოპოზიციაში, იმისთვის, რომ დამარცხდეს ბიძინა,“ – წერს თინა ხიდაშელი.

ირინა სარიშვილი კი წერს, რომ ამ ეტაპზე ყველა ერთნაირად ცუდ მდგომარეობაში ვართ:

„ჩემო ტკბილო მეგობრებო, გამომწერებო, მტრებო და საერთოდ რო გკიდივართ ისეთებოც!

მოდით შევწყვიტოთ ერთმანეთის დედის გინება ერთი უბრალო მიზეზით, რაც ნამდვილად ყველას საერთო გვაქვს:

ამ ეტაპზე ყველას დედა გვაქვს *** – ე.წ. გამარჯვებულსაც და ე.წ. დამარცხებულსაც.უბრალოდ ზოგი ამას ვხვდებით და ზოგი ჯერ ვერა. ხოდა ვინც ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა, იმას თავისი უბედურებაც ეყოფა და როცა მიხვდება, მაშინ მოგვისმენს.

მომავალი ჩვენი შვილებისაა და ის აუცილებლად დადგება“ – წერს ირინა სარიშვილი.

“რუსთავი 2-ის” დირექტორი ნიკა გვარამია შედეგებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციას ხალხში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და ეს არჩევნებმაც დაადასტურა.

“რაც შეეხება ოპოზიციის საარჩევნო შედეგებს:

ყურების ჩამოყრის ვერავითარ ლოგიკურ წინაპირობას ვერ ვხედავ. სინამდვილეში, გადასარევი შედეგებია.

სანდრა რულოვსი, ზუგდიდი – 43%.

გაღატაკებული სამეგრელოს (ეს რა ვნახე!) მასობრივი მოსყიდვის;

უმძიმესი დაშინების;

უბნებში მთელი საქართველოს პოლიციის ყოფნის;

უბნებიდან ოპოზიციის და მედიის გამოყრის;

უბნების წინ ზონდერების და კოორდინატორების არმიის დგომის;

არც ერთი სხვა წონადი კონკურენტის და ოცნების მხრიდან ძალიან სწორი, კარგი რეპუტაციის ადგილობრივი კანდიდატის დაყენების ფონზე,

უსერიოზულესი შედეგია და მისი პარტიის უდიდესი მხარდაჭერის მაჩვენებელი. რეალური განაცხადია ნებისმიერ კონკურენტულ არჩევნებში, თუნდაც ამ ზეწოლების და მოსყიდვის ფონზეც კი (რასაც იმედია ერთად მივაღწევთ, რომ აღარ იყოს), მისი და მისი პარტიის დიდი უპირატესობით გამარჯვების.

შალვა შავგულიძე, მთაწმინდა – 36%

გულწრფელად, ოცნებას უსუსტესი კანდიდატი ყავდა. ბატონი შალვა, შესანიშნავი კაცია და თან ცნობადი ფიგურაა, ცნობილი წესიერებით და პრინციპულობით. მის ირგვლივ გაერთიანდა ყველა დემოკრატიული და დასავლური ძალა, აქამდე რომ არ მოიაზრებოდა, ისინიც. ზუგდიდის მსგავსი ფონი მთაწმინდაზე არ ყოფილა, არც იმის აჩრდილი, ამიტომ შედეგი ლოგიკურია. კონსპირაცია – ბიძინა აძლიერებს ევსაქებს და მისცა გამარჯვება – ტვინის ანთების ან უსინდისობის ნაყოფია. მეორე ტურში ხელისულფება თავს მოიკლავს მოგებისთვის. პირველ ტურში ცხადი იყო ამის თეორიული შეულძებლობა და მიუშვა პროცესი. მეორე ტურში გამარჯვების შანსი ხელისულფებას მეტი აქვს, ვერ დავმალავ. ამიტომ თავი უნდა მოვიკლათ ოპოზიციას გავამარჯვებსთვის.

ბაქარ ხიჯაკაძე, ზესტაფონი – 35%.

უტყუარი ნიშანი, კანდიდატის და წარმდგენი პარტიის სერიოზული პოზიციების ზესტაფონში. კონკურენცია მეტნაკლებად იყო და ხელისულფების კანდიდატის პირველ ტურში გამარჯვება 50.75% არ ტოვებს დამაჯერებელ შთაბეჭდილებას. სავარაუდოდ, მეორე ტური იყო და ხელისულფების მხრიდან მცირე მანიპულაციების პრევენცია ვერ მოხერხდა. შედეგი, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია.

რაც მთავარია: ოპოზიცია ასე სერიოზულად არასდროს არ ყოფილა წარმოდგენილი შუალედურ არჩევნებზე, ანუ როცა ოპოზიციური ამომრჩეველი არაა სათანადოდ მოტივირებული. რატომ? იმიტომ რომ, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული ვაკეროთ და ვიძახოთ, რომ მაგალითად ზუგდიდიდან იწყება ცვლილებები, ან შავგულიძე შეცვლის, მაინც ცხადია – ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. ხელისულფების შეცვლა – ესაა ამომრჩევლის მთავარი მოტივაცია და ის ადეკვატურად და სრულად ვერ ჩანაცვლდება ვერანაირი პოლიტიკურ-პატრიოტული მოწოდებებით. რიგითი, არაიდეოლოგიზირებული ამომრჩეველი, პრაგმატულად მიდის არჩევნებზე და უნდა ხელისუფლების შეცვლა. მხოლოდ იდეოლოგიზირებულ, თანაც შუალედურ არჩევნებზე, ოპოზიციისთვის მოგება ძალიან რთულია. და მიუხედავად ამისა, პლუს ტერეორისტული ფონისა ზუგდიდში, ოპოზიციამ აჩვენა ძალიან მაღალი შედეგი.

მოკლედ, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ ამომრჩეველთან მეტი მუშაობა, მეტი მომავალზე საუბარი და მეტი კოორდინაცია. დედამოტყნულ სვავს მაინც არა აქვს შანსი და მომავალი. ყველაფერი კარგად იქნება” – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, 19 მაისს რიგგარეშე და შუალედური არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნებზე ყველგან “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს პირველივე ტურში. გამონაკლისია მთაწმინდა სადაც კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და სავარაუდოდ, ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის მეორე ტური ჩაინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები