LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მდინარაძის გამოწვევა მომღერლებს – “შეასრულეთ “თოლიები” კომპოზიტორთან ერთად

662
mishamdinaradzenewssss

კომპოზიტორ მიშა მდინარაძის რეპერტუარში ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა გახლავთ ,,თოლიები”, რომელიც ორიგინალში ნინო ქათამაძემ შეასრულა წლების წინ.

ახლახან, მიშა მდინარაძემ სპეციალური გამოწვევა მოიფიქრა და მასზე უამრავი მომღერალი მონიშნა.

კომპოზიტორმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კლავიშზე ,,თოლიებს” ასრულებს და მოუწოდებს მომღერლებს, ვიდეო გამოიწერონ და მისი აკომპანემენტის ქვეშ შეასრულონ ცნობილი სიმღერა.

ამ გამოწვევას უკვე გამოეხმაურნენ მიშო ჯავახიშვილი და სოფო გელოვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები