LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ ობამამ სანტასთან და ბავშვებთან ერთად იცეკვა [ვიდეო]

michelle-obama-santa-01-ap-jc-181214_hpMain_4x3_992

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, კოლორადოს შტატში, დენვერის საბავშვო ჰოსპიტალს მოულოდნელად ეწვია და ბავშვებს სანტა კლაუსთან ერთად შეხვდა.

ჰოსპიტალში მყოფმა ერთერთმა ბავშვმა, მას სთხოვა დაესახელებინა, რომელი იყო მისი საყვარელი მოძრაობა, რაზეც აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი აცეკვდა.

“არ ვფიქრობ, რომ ჩემს საყვარელ მოძრაობას რაიმე სახელი ჰქონდეს ან რომელიმე საყვარელი მოძრაობა მქონდეს. უბრალოდ მუსიკას ვყვები, მიყვარს მოძრაობა,” – უპასუხა მას ობამამ.

ამის შემდეგ, ბიჭმა მას ერთერთი პოპულარული ვიდეოთამაშიდან მისი საყვარელი საცეკვაო მოძრაობა “Orange Justice” აჩვენა. ობამა ადგა და მოძრაობა გაიმეორა. მან ასევე, აიყოლია სანტა და სხვა ბავშვებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები