LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშო სულუხია: “ჩემი სიმღერა წლევანდელ “ევროვიზიაზე” უკონკურენტოა!..”

92

“იქს ფაქტორის” ერთ-ერთი მონაწილე, მიშო სულუხია “ევროვიზიის” შიდა შესარჩევ კონკურსზე მონაწილეობას გეგმავს. მომღერალს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მის სიმღერას წელს ვერავინ გაუწევს კონკურენციას.

მიშო სულუხია:

“ევროვიზიის” შესარჩევ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას საქართველოში, თუმცა ვფიქრობ, ჩემს სიმღერას ბევრი შერჩევა და ყოყმანი არ დასჭირდება, როდესაც ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ეს სიმღერა უკონკურენტო იქნება წლევანდელ შესარჩევ კონკურსში.

შენს შემოქმედებაში რა ხდება?

ამ ეტაპზე ჩემი შემოქმედება გეგმის მიხედვით მიდის, ჯერ პრეზენტაცია იქნება ჩემი ახალი სიმღერის NOBODY IS HERE, რომლის ვიდეორგოლზეც უცხოურმა პროდაქშენებმა იმუშავეს. ასევე მოლაპარაკება მიდის ამ სიმღერის სალეიბლო გაყიდვაში ჩაშვებასთან დაკავშირებით. შემდეგ პრეზენტაციას გავუკეთებ ჩემს საევროვიზიო პროექტს.

https://www.instagram.com/p/BNqjPAuAbvc/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები