LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშო სულუხია: „ევროვიზიის“ გამარჯვების,  ან მინიმუმ, როგორც ერთ-ერთი  ყველაზე საუკეთესო ნომრით ტკბობის მუღამი თუ გვაქვს, მაშინ მე მზად ვარ, ეს გავაკეთო!!!“

127
mishasuluxia255

მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში „ევროვიზიის“ კონკურსის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მზადაა, თავად ჩაერთოს მოსამზადებელ პროცესში შემდეგი კონკურსისთვის, შექმნას საუკეთესო ნომერი მასშტაბური სიმღერის კონკურსისთვის.

„საქართველო…

„ევროვიზიის“ გამარჯვების,  ან მინიმუმ, როგორც ერთ-ერთი  ყველაზე საუკეთესო ნომრით ტკბობის მუღამი თუ გვაქვს, მაშინ მე მზად ვარ, ეს გავაკეთო!!! რადგან ცოტათი მართლა განვიცდი ამ ამბავს, როგორც დასავლური ორიენტაციის მუსიკოსი.  მომღერლები, როგორც ყოველთვის სუპერ,  და იდეა, უმეტეს შემთხვევაში არაადეკვატური. ნუ მოგერიდებათ, დამტვირთეთ…  არ აქვს მნიშვნელობა, მე წარვდგები შემსრულებლად თუ სხვა,  მზად ვარ, ის გავაკეთო, რასაც ზემოთ ვამბობ.  მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გეგმები ახლა სულ სხვაგან არის, მზად ვარ, დავეხმარო საევროვიზიო საბჭოს მრავალწლიან მიზანთან დაახლოვებაში…

ხელოვნებას სჭირდება თანამოაზრეებისა და ერთიანი გუნდის ნდობა მის მიმართ, ვინც ამ საქმეს ხელს ჰკიდებს.  პრინციპები მეათეხარისხოვანია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები