LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშო სულუხიას დედის გადასარჩენად გრანდიოზული კონცერტი იმართება

89

მომღერალ მიშო სულუხიას დედას, მაია მილორავას, საკმაოდ მძიმე დაავადება აქვს. მას სასწრაფოდ სჭირდება გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია. ოჯახი ვერ ახერხებს ოპერაციისთვის საჭირო თანხის მოგროვებას, ამიტომაც მიშომ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება გადაწყვიტა, რომელშიც უამრავი ცნობილი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

საღამო 22 თებერვალს, ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“ გაიმართება. მონაწილეობენ ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე, „ნიუტონი“, „ლაუდსპიკერსი“, „Young Georgian Lolitaz“. კონცერტში, რასაკვირველია, მონაწილეობს თავად მიშოც.

ბილეთის ფასი 20 ლარი გახლავთ, ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ TKT.GE ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები