LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ” – პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

2391
76901041-2797333873631327-6041295062908796928-o (2)

2 წლის ანიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ექიმებმა დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინეს. პატარა ანიტას დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია.

“ბავშვის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. მისთვის 1 დღეც კი გადამწყვეტია”, – წერს ანიტას დედა ფეისბუქში.

“მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ “ვაი დედაა” ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხშეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველ დღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით, ვიცი დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ჩვენმა ჰუმანურმა ევროპამ ფაქტობრივ მის სიკვდილს მოაწერა ხელი. მითხრეს, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია, მაგრამ გამწირეს, 2 წლის ბავშვი გაწირეს… სხვა ქვეყანაშიც ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს, მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ.

ეს არის დედაჩემის ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000100761966 მიმღები ლია ჩხაიძე.

(მალე თიბისიც დაგვემატება)

https://www.facebook.com/mariko.sadradze/posts/2797334056964642

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები