LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო: ბაქრაძე მელიაზე

63
დავით-ბაქრაძე

“ვულოცავ ნიკა მელიას დამსახურებულ თავისუფლებას – მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ის თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან.” – ასე ეხმიანება ოპოზიცინერმა პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე ნიკა მელიას გათავისუფლებას.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ბაქრაძს თქმით,  მელიას გათავისუფლება არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვინც თვეების მანძილზე საპროტესტო აქციებზე, კარვებში, ქუჩაში და მოლაპარაკებების მაგიდასთან იბრძოდა:

“პირველ რიგში, ვულოცავ ნიკა მელიას დამსახურებულ თავისუფლებას – მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ის თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან. ნიკა მელიას გათავისუფლება არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვინც ამ ურთულესი თვეების მანძილზე იბრძოდა საპროტესტო აქციებზე, კარვებში, ქუჩაში, მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ეს ფაქტი, ისევე როგორ გიორგი რურუას გათავისუფლება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლაში, გააზრებული სტრატეგიით და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ყოველთვის შეიძლება შედეგის მიღწევა. დღევანდელი დღე არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება, სიტუაციის ნორმალიზება და პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრულად შესრულება. ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებით გადაიდგა დიდი ნაბიჯი წინ ამ მიმართულებით.” – თქვა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.

ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

პრაქტიკულად ციხის სახურავიდან გამომაძვრინეს: ნიკა მელია მხარდამჭერებს მადლობას უხდის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები