LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – გამოირიცხა როგორც ინსულტი, ასევე კორონავირუსი: საქართველოს საპატრიარქო

83
მიტროპოლიტი ზოსიმე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მათივე ცნობით, მიტროპოლიტი თავდაპირველად შეუძლოდ გახდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც გამოირიცხა, როგორც ინსულტი, ასევე კორონავირუსით ინფიცირება.

საპატრიარქოს ცნობით, ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე თავს უკეთ გრძნობს და მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.

„ვრცელდება ინფორმაცია წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე.

როგორც ეპარქიიდან გვაცნობეს, მიტროპოლიტი ზოსიმე გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა, დღეს დილით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამიტომ იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, კერძოდ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მას უკვე ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო კვლევა. გამოირიცხა როგორც ინსულტი, ასევე კორონავირუსი.

ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე მკურნალობას განაგრძობს საავადმყოფოში და უკეთ გრძნობს თავს.

ღვთის შეწევნით, მიტროპოლიტ ზოსიმეს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელობასა და მხნეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები