LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუღებელია! – ნანა ლეჟავა იმედზე გასული ფილმის მთავარ ხაზს ემიჯნება

1365
lejava

ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთი მთავარი სახე და ქრონიკის ყოფილი წამყვანი ნანა ლეჟავა ქრონიკის ჟურნალისტების მსგავსად ემიჯნება ტელეკომპანიის ეთერში გასული გასული ფილმის მთავარ ხაზს.

“არ ვარ “ქრონიკაში”, მაგრამ ვარ “იმედში”!!! არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!” – წერს ნანა ლეჟავა.

ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული და ომის დაწყება განხილულია, როგორც მექანიზმი სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა მას დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

“კრემლისთვის ძნელად თუ მოიძებნება სააკაშვილზე ხელსაყრელი პოლიტიკოსი რუსული ჩექმის სამხრეთ კავკასიაში კვლავ შემოსადგმელად. ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს – მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება“, – სწორედ ასე იხსნება ფილმში აგვისტოს ომის ანთოლოგია – სრული პასუხისმგებლობის ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის ფაქტორის შემცირება”, – ასე აფასებს მედიაჩეკერი იმედის ეთერში გასულ ფილმს.