“მიუშვით ახალგაზრდები ღმერთთან. მიუშვით და ხელი არ ჰკრათ. არ გააძევოთ იმის გამო, რომ თმა ვარდისფერი აქვთ, რომ პირსინგი გაიკეთეს, ან ტატუ…”,- ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ის ახალგაზრდების განსხვავებული სტილის გამო აგორებულ პროტესტს ეხმაურება.

“მიუშვით ახალგაზრდები ღმერთთან. მიუშვით და ხელი არ კრათ. არ გააძევოთ იმის გამო, რომ თმა ვარდისფერი აქვთ, რომ პირსინგი გაიკეთეს, ან ტატუ… მიუშვით, რადგან ამ ყველაფრით ტაძრამდე მისული თაობა, უფრო გულწრფელად მივა და არა მარტო მივა, დარჩება კიდეც. ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ მშობლების, ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით, იძულებით დადიან, მაგრამ ერთი სული აქვთ, როდის შეწყვეტენ სიარულს.
ღმერთს გულწრფელობა უყვარს, იმად ყოფნა, ვინც ხარ… მას არ სჭირდება ნიღბები და პოზები, მხოლოდ ერთი მხრიდან დანახული…
ის ღმერთი იმიტომ არის, რომ მარტო სახეს არა, გულსაც ხედავს და სულის ყველაზე ღრმა კუნჭულში იხედება.
ამ ურთიერთობას ნურავინ დაარღვევს, ნურავინ დაემუქრება…
ღმერთს თავისუფალი ადამიანების ხედვა უყვარს და არა დოგმებში გამოკეტილი ზომბების.
ის ჩვენში შემოქმედებას, ძიებას და სწრაფვას აფასებს.
თავს ნურავის მოახვევთ საკუთარ აზრებს. ყველას თავისი გზა აქვს. ჰოდა, ნუ ჩახერგავთ ამ გზებს ღმერთსა და ადამიანს შორის!.”-წერს პეტრე კოლხი.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05