LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუთითე საყვარელ მამაკაცს ნაკლზე და მოსისხლე მტერს შეიძენ – დოროთი პარკერის ცნობილი გამონათქვამები

4755
FORTUNA. GE (1)

დოროთი პარკერი – ამერიკელმა პოეტმა საკუთარი ლირიკით მოიპოვა პოპულარობა, რომელშიც მე-20 საუკუნის მეგაპოლისის ცხოვრებას იუმორით, ზოგჯერ ირონიით აღწერდა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ დოროთი პარკერის ცნობილ ფრაზებს:

ქალებს „გულწრფელი“ მამაკაცები გვიყვარს, რომლებიც ზუსტად იმას გვეუბნებიან, რისი მოსმენაც გვინდა.

ზოგჯერ სიყვარული კლავს დროს, მაგრამ ზოგჯერ დროა სიყვარულის მკვლელი.

არ მიყვარს საქმის კეთება, მიყვარს, როცა საქმე გაკეთებულია.

რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია მოაწონო კაცს თავი, თუმცა მანამდე, სანამ შეგიყვარდება.

რამდენიმე ენაზე შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ ვერცერთ ენაზე ვერ შეძლო „არა“-ს თქმა.

უცნაურია, მაგრამ ახალგაზრდობის შენარჩუნება – მუდმივად წარსულზე ფიქრს ნიშნავს, მომავლის დაგეგმვა კი – სიბერესთან შეგუებას გულისხმობს.

მამაკაცს არასდროს ესმის ქალის და არცაა საჭირო, რადგან არ მოუნდება იმის გაგება, რასაც ქალი მასზე სინამდვილეში ფიქრობს.

ხშირი მოხმარებით სიყვარულიც ცვდება…

მოწყენილობის წამალი – ცნობისმოყვარეობაა, ცნობისმოყვარეობას კი, წამალი არ აქვს, რადგან უკურნებელი სენია.

გონებამახვილობა – აზრის ახლებურად გამოთქმის უნარია, ენამახვილობა კი – ინტელექტის ვარჯიში.

ის, ვინც გრიგალი ნახა, ქარი აღარ აშინებს.

ტრაგედია იმდენად დამანგრეველი არაა, რამდენადაც ქაოსი, რომელიც ტრაგედიას მოაქვს.

მიუთითე საყვარელ მამაკაცს ნაკლზე და მოსისხლე მტერს შეიძენ.

ქალის კაბის სიმოკლე, მისი ინტელექტის „სიგრძეზეა“ დამოკიდებული.

ნურასდროს იდარდებ უარყოფილ მამაკაცზე, რადგან ის არასდროს დაიტირებს თავს მარტო და ძალიან სწრაფად მონახავს სხვის კალთას.