LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივაღწიეთ იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც, ჯანდაცვის სექტორს ასეთი დიდი ნაკადების შეუფერხებელი მართვა, უკვე შეიძლება გაუჭირდეს: თენგიზ ცერცვაძე

77
თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მოსაზრებით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ინფიცირების 33 ათასი აქტიური შემთხვევაა, ჯანდაცვის სექტორმა შესაძლოა ამას ვერ გაუძლოს. მისი თქმით, არსებობს მეოთხე ტალღის დაწყებისა და ეპიდაფეთქების საშიშროება, რომელიც მოსახლეობამ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით უნდა შეაჩეროს.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განმარტებით, ინდური შტამი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ცირკულირებს, რაზეც სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მეტყველებს.

„მდგომარეობა უფრო სერიოზული გახდა. 5 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს უახლოვდება იმ რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. თუ ავიღებთ აქტიური შემთხვევების რაოდენობას, 33 ათასია, ცოტა მეტი.

ჯერჯერობით ეს საქართველოსთვის ყველაზე მაღალი ციფრია. მივაღწიეთ იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჯანდაცვის სექტორს შეიძლება გაუჭირდეს უკვე ასეთი დიდი ნაკადების შეუფერხებელი მართვა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

4233 ახალი შემთხვევა და 38 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები