LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივდივართ თანდათან სავალალო შედეგებამდე!“ – ინგა მამუჩიშვილი მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე წერს

inga-mamuchelashvili

ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება:

„მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან(დიდი სისწრაფით) უარესდება და ღებულობს ნეგატიურ ტენდენციებს, შემცირდა შობადობა, მოიმატა ინვალიდ ბავშვთა რიცხვმა, ჯანმრთელ ბაშვთა წილი თანდათან კლებულობს, იმატა ქრონიკულმა და იშვიათმა დაავადებებმა, ამის ერთ–ერთ მიზეზს წარმოადგნს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც დღევანდელობის ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

იზრდება ატმოსფეროში მძიმე მეტლების რაოდენობა, მხოლოდ ავტომანქანების გამონაბოლქვი 200–მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან განსაკუთრებული ტოქსიურობით გმოირჩევა ნახშირბადის ოქსიდი, აზოტის ოქსიდი, ზოგიერთი ნახშირწყალბადი და ტყვია. ამ მავნე ნივთიერებათა უმნიშვნელო რაოდენობაც კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ტყვიასთან ერთად პირველი კლასის საშიშ მეტალებს წარმოადგენს კადმიუმი, ნიკელი და ვერცხლისწყლი. მძიმე მეტალების დაგროვება ორგანიზმში თანდთანობით იწვევს სხვადასხვა მძიმე დააადებების განვითარებას.

გლობლური ეკოლოგიური ტენდენციები აშკარად შემაშფოთებელია, ამაში დღეს არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ეჭვი არ ეპარება… ბიოსფეროს არასასურველი პროცესების თავიდან აცილების გზები შეზღუდულია, თუმცა პოტენციური შესაძლებლობები არსებობს საბედნიეროდ, სხვა საქმეა, თუ როგორ და რამდენად მოკლე დროში გამოვიყენებთ მათ. აშშ-ში შექმნილია კომისია, რომელიც სწავლობს ბიოსფეროს დეგრადირების საკითხებს, მათი დასკვნით ამის ერთერთი მიზეზია მასობრივი სიღატაკე, რომელიც ამუხრუჭებს საზოგადოებრივ პროგრესს და გარემოში უარყოფით ცვლილებებს უწყობს ხელს. სიღატაკე აიძულებს ხალხს “დღეს გამოიყენოს ის, რაც ხვალისთვის იყო გათვალისწინებული”, ჩეხოს ტყეები, სხვა საწვავის უქონლობის გამო,ზეინტენსიური ექსპლუატაციით გამოფიტოს მიწები, გააუდაბნოოს საძოვრები დღეს, ეკოლოგიიის გაუმჯობესებაზე ფიქრი უნდა იყოს ნომერ პირველი საზრუნავი მათთვის ვისაც ეს ხელეწიფება, სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო, თორემ მივიღებთ ძალიან უარყოფით შედეგებს.

ხშირად მიწევს კითხვაზე პასუხი რა ვქნათ, როგორ ავარიდოთ ბავშვები ამ გამონაბოლქვს და მძიმე მეტალებს კითხვა ძალიან დამაფიქრებელია, რადგან ეს ჩვენი ყოველდღიურობაა… მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ამდენ ადამიანს უჭირს ირგვლივ, ბავშვების გამოკვებას ძლივს ახერხებენ, გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვა კი მაინც ფინანსებს უკავშირდება, რადგან საჭიროა ხშირად გამოვუცვალოთ ჰაერი, შევუძინოთ ძვირადღირებული, ეკოლოგიურად სუფთა საკვები და სათამაშოები, ასევე ჭურჭელი (მომინანქრებული ჭურჭელი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს), მოვარიდოთ ფასთფუდებს, ვაჭამოთ ბევრი ხილი და ბოსტნეული (ქართული,ეკოლოგიურად შედარებით სუფთა, რომელიც აგრეთვე ძნელი შესარჩევია). ასეირნოთ თბილისში რეკრეაციულ ზონებში (რომლებიც თითქმის არ გვაქვს), ნუ გამოვიყვანთ სასეირნოთ ტრასებთან ახლოს, განსაკუთრებითპიკის საათებში, დავტვირთოთ სპორტით, გავუკაჟოთ იმუნიტეტი, როდესაც სახლის მშენებლობას და რემონტს შევუდგებით, შევარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ნუ მოწევთ სიგარეტს ბვშვების თანდასწრებით და თუ საერთოდ დაანებებთ მოწევას თავს, კიდევ უფრო უკეთესი. დადგენილია,რომ სიგარეტი საშუალოდ 13 მკგ ტყვიას შეიცავს, აქედან 1,5 მკგ თამბაქოს კვამლში ხვდება,რომლის1/3 სისხლში გადადის.თამბაქოს ნათესებს ამუშავებენ ტყვიის და არსენიტის შემცველი პესტიციდებით,თამბაქო თითქმის თითქმის 100%-ით ითვისებს ორივეს.

აუცილებელია ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა, ხელ-პირის ხშირი დაბანა, შეეცადეთ ხელები პირში არ ჩაიდოს ბავშვმა, თუ მშენებლობაზე მუშაობთ ან რაიმე მავნე ნივთიერებებთან გაქვთ საქმე, ქუჩიდან შემოსულები პირდაპრ არ მიხვიდეთ ბავშვთან მოსაფერებლად ძალიან ძნელია,ძლიან!

ამ საკითხის გადაწყვეტაში ხელისუფლების მონდომება და აქტიური ჩართულობაა საჭირო, თორემ მივდივართ თანდათან სავალალო შედეგებამდე! თუმცა სანამ ხელისუფლება ამაზე ზრუნვას დაწყებს, მინდა მოგმართოთ თხოვნით ყველას, სადაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია მივხედოდ ამ საქმეს, ნუ შევწირავთ ბიზნესინტერესებს ადამიანთა სიცოცხლეს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები