LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიწყებული და მიტოვებული უზარმაზარი მღვიმე საქართველოში, რომელზეც ჯერ არ გვსმენია (ფოტოები)

7225
1

მივიწყებული და მიტოვებული მღვიმე საქართველოში, რომელიც ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა რეკომენდებული არ არის – ეს ოქროჯანაშვილის მღვიმეა, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში ინფორმაციას გვერდი GEO STALK ავრცელებს.

GEO STALK მღვიმის ისტორიასაც ყვება და გარდა ამისა ადგილზე გადაღებულ უნიკალურ ფოტოებსაც აქვეყნებს.

ოქროჯანაშვილის მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტობას აუზში მდებარეობს. მღვიმიდან გამოედინება მდინარე, რომელიც 4 მიწისქვეშა ტბას აჩენს. ასევე წარმოქნის 234 მეტრის სიმაღლის კასკადურ ჩანჩქერს. მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა „ნონას დარბაზი“, „სალონი“, “ნანას დარბაზი“, უნივერსიტეტი – 50“, „ტბიანი“.

მღვიმე აღმოჩენილი და გამოკვლეულია გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეო ექსპედიციის მიერ 1963 წელს. კვლევისას დაიღუპა მკვლევარი არსენ ოქროჯანაშვილი, რის შემდეგაც მღვიმეს მისი სახელი ეწოდა. მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით გადასაადგილებლად საჭიროა რეზინის ნავი. გამომუშავებულია ზედა ცარცულ შრეებრივ კირქვებში.

მღვიმის გამოკვლეული გვირაბების სიგრძე 1600 მეტრს აღწევს. სხვადასხვა მინერალების შემცველი სტალაქტიტები და სტალაგმიტები ქმნიან მრავალფეროვან ანსამბლს, განსაკუთრებით ფერადი ფანრების განათების დროს“, – იუწყება GEO STALK.

აღსანიშნავია, რომ GEO STALK-ის გუნდი 23 ნოემბერს, მოლაშქრეთა კლუბშარაშიასთანერთად ეწვია ამ უმშვენიერეს და უზარმაზარ მღვიმეს, სადაც ჯამურად 16 საათზე მეტი გაატარეს. GEO STALK-ის გუნდმა უნიკალური ფოტომასალა გადაიღო, რომელთა ნახვაც მომხმარებელს მათ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეუძლია.

GEO STALK-ის მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს მივიწყებული და მიტოვებული ადგილები.