LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივხვდი რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს” – აშშ-ის ახალი ელჩი ქართულ სამზარეულოზე

170
degnan1
“ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი”, – ასე აფასებს აშშ-ს ახალი ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს. მისი თქმით, ამერიკის მსაგვსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად. დეგნანმა ქართული და ამერიკული იდეალების თანხვედრის გარდა, რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა.
“ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება” – აღნიშნა მან.
ახალმა ელჩმა საქართველოში ფიცის დადებისას ქართულ სამზარეულოზეც გაამახვილა ყურადღება და ამერიკაში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ოჯახში სტუმრობა გაიხსენა. მისი თქმით, სწორედ ამ ოჯახში გაიგო მეტი ქართულ სტუმართმოყვარეობაზე. 
“მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს” – იხუმრა მან. 
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში, ფიცი დღეს, 17 იანვარს დადო. როდის ჩამოვა დეგნანი საქართველოში ჯერჯერობით უცნობია.შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს დეგნანის კანდიდატურა 2019 წლის სექტემბერში წარუდგინა. ელჩად სენატმა ის დეკემბერში აირჩია.

კელი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები