LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიწაზე დაფორთხავდაო, კი არ დავფორთხავდი, ფრონტის წინა ხაზზე ვიყავი” – მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

747
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს არცერთ მინისტრსა და მაღალჩინოსანს ქვეყნის საზღვრები არ დაუტოვებია.

“ძალიან კარგად მახსოვს როგორი ორგანიზებულები ვიყავით ომის დროს. არავინ გაქცეულა. მე ხომ არ გავქცეულვარ და არ გავქცეულვარ… მიწაზე დაფორთხავდაო, კი არ დავფორთხავდი ფრონტის წინა ხაზზე ვიყავი”- განაცხადა სააკაშვილმა.

მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომდევნო დღეებში და საათებში რუსეთი უკრაინაში არაადამიანურ დაბომბვებს დაიწყებს.

შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქების. ჩვენ ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა. დღეს ხვალ და ზეგ ჩემს სახლზე და ასევე 3.5 მილიონი ადამიანის სახლზე, კიევზე, იქნება მიტანილი არაადამიანური შეტევები, დღეს უკრაინას, როგორც არასდროს, სჭირდება თითოეული ადამიანი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ღარიბაშვილი: სააკაშვილი ომის შემდეგ შესანიშნავად გრძნობდა თავს, არავითარი დისკომფორტი არ შექმნია, ომის დროს საკუთარ დედას ქონება გადაუფორმა

 

სააკაშვილი: სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა