LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიწიდან ამოგთხრი, თავი თუ არ გაგიხვრიტო“ – ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ „ჯორჯიან მანგანეზზე“ მომზადებული სიუჟეტის გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

148
გელა მთივლიშვილი

„მთის ამბების“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.

პირი, რომლის ვინაობის იდენტიფიცირებას ჟურნალისტი არ ახდენს, მას ჟურნალისტური მასალის წაშლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

„მიწიდან ამოგთხრი, თავი თუ არ გაგიხვრიტო… ჩვენ რაც გვჭირს, ეს არის ჩვენი უბედურება… ეს ვიდეო აიღე, მიწიდან ამოგთხრი. ძმის სულს გეფიცები, თავი თუ არ მოგაჭრა…,“ – ისმის აუდიოჩანაწერში.

სიუჟეტი, რომლის გამოც გელა მთივლიშვილს დაემუქნენ, „მთის ამბებზე“ გამოქვეყნდა და მასში საუბარია ჭიათურის რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც 30 წლის კაცი გზის პირას წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.

სიუჟეტის თანახმად, თხრილები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ნამოქმედარია, მანგანუმის მოპოვების შემდეგ კომპანია მიწას გადათხრილს ტოვებს.

მუქარის შემცველი ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, გელა მთივლიშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მთივლიშვილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილს ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

პოპულალურები