LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყვარს მასთან გატარებული ყოველი წუთი“ – ჯულია რობერთსი „ნოთინგ ჰილის“ რეჟისორზე, რომელიც 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

156
julainews

ჯულია რობერთსი ლეგენდარული ფილმის „ნითინგ ჰილის” რეჟისორის, როჯერ მიტჩელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 53 წლის კინოვარსკვლავი წერს, რომ მისთვის მიტჩელის სიკვდილი უდიდესი დანაკლისია.

მიყვარს მასთან გატარებული ყოველი წუთი“, – ამბობს მსახიობი.

როჯერ მიტჩელისთვის ფილმი „ნოთინგ ჰილი“ ნამდვილი გარღვევა გახდა კინოს სამყაროში. ჰიუ გრანტისა და ჯულია რობერთსის მონაწილეობით გადაღებულმა ფილმმა მას საქვეყნო აღიარება მოუტანა.

მიტჩელი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დრომდე მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დაუდგენელია. მიტჩელის ანგარიშზე 12 კინოსურათია, თუმცა ყველაზე პოპულარული მათ შორის „ნოთინგ ჰილია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები