LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიყვარს ქალების მტკიცე ხელის ჩამორთმევა” – ჩუგოშვილის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ფეისბუქზე წერს

266
71098491-484470525435505-4603131169423228928-n

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ლენა ნაზარიანი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ ნაზარიანმა “ფეისბუქზე” საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ფოტოებთან ერთად.

„გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს შევხვდი. მოკლედ ვისაუბრეთ საქართველოს საარჩევნო კოდექსში მის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გრძელვადიანი და ეფექტიანი პარტნიორობის დასაწყისია.

P.S. მიყვარს ქალების მტკიცე ხელის ჩამორთმევა“, – წერს ლენა ნაზარიანი.

შეხვედრის შესახებ თამარ ჩუგოშვილის გვერდზეც ვკითხულობთ ინფორმაციას. ჩუგოშვილის ინფორმაციით, სომეხ კოლეგებს უამრავ თემასთან დაკავშირებით აინტერესებთ ჩვენი გამოცდილების გაზიარება, ბევრ საკითხზე კი სომხეთის პარლამენტთან ურთიერთობა საქართველოს სურს.

„ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გვაქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა. სომხეთის პარლამენტის ახალ შემადგენლობას თავისი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ამბიციური და პოზიტიური გეგმები აქვს. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ეს მხოლოდ მისასალმებელია.

დღევანდელი შეხვედრა ამისთვის ძალიან კარგი დასაწყისი იყო,“ – წერს თამარ ჩუგოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები