LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზანი კონფერენციის ჩაშლა რომ ყოფილიყო, 10 000 კაცთან ერთად მივიდოდი – ინაშვილი აშშ-ს საელჩოსთან აქციას აანონსებს

313
00220

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გუშინ,  საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე განმარტებები გააკეთა. ინაშვილი ამბობს, რომ კონფერენციაზე მარტო მივიდა და განზრახული არ ჰქონია ღონისძიების ჩაშლა.

,,მე მივედი კონფერენციაზე მარტო. არავითარი ჩაშლა ამ კონფერენციის არ გვქონდა განზრახული, კონფერენციის ჩაშლა რომ ყოფილიყო ჩვენი მიზანი, მოგეხსენებათ ჩვენს პარტიას მრავალი ათასი მხარდამჭერი ჰყავს და მე ამ 10 000 კაცთან ერთად მივიდოდი “ბელინსკის” ქუჩაზე და საერთოდ გადაიკეტებოდა მოძრაობა”

“პატრიოტთა ალიანსი” 15 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას აანონსებს.

“ამერიკის მოქალაქეს თურმე უფლება აქვს, ხელით შეეხოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და თქვენ ყველა ამას ჩუმად უყურებთ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. ბატონი კრამერი რომ გვარად კამაროვი ყოფილიყო, ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი. ეს რომ რუს დიპლომატს გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა? ამის უფლება არ აქვს არც რუსს, არც ამერიკელს და არავის”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საერთაშორისო სკანდალი: ინაშვილმა უცხოელი სტუმარი ქართულად გალანძღა [ვიდეო]

რაც შეეხება დევიდ კრამერთან მომხდარ ინციდენტს, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ ,,კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი”. მისი თქმით, მათ შორის შეხვედრა ჯერ კიდევ 2010 წელს გაიმართა. დეპუტატის განცხადებით, გუშინდელ კონფერენციაზე კრამერი მას ხელით შეეხო, რაც მიუღებელია. ინაშვილი ითხოვს, დევიდ კრამერს საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს.
,,პირველ რიგში, მინდა, დავიწყო დევიდ კრამერის დიდი ტყუილიდან, თითქოს ის მე არ მიცნობდა და წარმოგიდგინოთ ფოტო. მე და ბატონი კრამერი ერთმანეთს ვიცნობთ ჯერ კიდევ 2010 წლიდან. ფოტო გადაღებულია ვაშინგტონში, მის ოფისში. ჩვენ შევხვდით მას ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. საუბარი იყო იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა საქართველოში. თუმცა, ეს იყო ძალიან მძიმე შეხვედრა. მაშინვე ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ბატონი კრამერი იყო სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის ძალიან აქტიური მხარდამჭერი. ის, რომ კრამერი არ მიცნობდა, არის დიდი ტყუილი. ძალიან კარგად მიცნობდა და კარგად იცის, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი. დასკვნა არის მარტივი – კრამერი არის მატყუარა და გარდა იმისა, რომ არის მატყუარა, არის თავხედი და უზრდელი ადამიანი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, ირმა ინაშვილი სკანდალში გაეხვა. ის ადგილზე მივიდა და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ამის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერსა და ირმა ინაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

კონფლიქტი ქართულ-ინგლისურ ენაზე წარიმართა. ინაშვილმა მას ქართულად მიმართა, რომ „ამდენი ტყუილის გამო, პასუხს აგებდა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები