LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ სვლას დაიწყებს” – ფინანსთა მინისტრი

226
ვანო 1

ეკონომიკის მინისტრის მსგავსად, საქართველოს ფინანსთა მინისტრსაც სჯერა, რომ ლარი მაღალი ალბათობით, გამყარდება.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკამ საგარეო შოკი მიიღო. 

ფინანსთა მინისტრი არ არის როკ-ვარსკვლავი - ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანის განმარტებით, მისი უწყება საქმეს წყნარად აკეთებს.

„პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმით, რომ რეგიონი სწრაფად ვერ ვითარდება. ამას ემატება 20 ივნისის დრამატული მოვლენები, რომელმაც პირველივე თვეს 60 მილიონ დოლარიანი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს. საგარეო შოკის შემთხვევაში პირველ დარტყმას იღებს კურსი და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რეალურ სექტორზე არ გადავიდეს.

მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას. ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა ექვსი პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე აუცილებლად გამოიწვევს ლარის გამყარებას. რადგან რეალური სექტორი აჩვენებს საკმაოდ მყარ მაჩვენებლებს. ჩვენ შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრს და მის მიერ წარდგენილ გუნდს ნდობა გამოუცხადა. მათ შორისაა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები