LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკაცრი, სისტემური ჩაკეტვა აღარ იქნება” – გიორგი გახარია

122
BeFunky-collage - 2020-09-17T152327.602

პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის ქვეყნის ეკონომიკა და მისი სწრაფი აღდგენა, თუმცა ეს ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. გიორგი გახარიას განმარტებით, მკაცრი და სისტემური შეზღუდვები აღარ იგეგმება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანაში ლოკალური გამკაცრების პრინციპი გამოიყენონ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„სხვადასხვა არხებით მოგვდის ფრთხილი იმპულსები ბიზნესის, ეკონომიკური აქტორების, რომ ისინი საკმაოდ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე, წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება, იყოს ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე მობილობა დავწიეთ, აღარ განმეორდება. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, მისი სისწრაფე და მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ყველა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ პერიოდში“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები