LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მხარს არ ვუჭერ, რომ ავტომანქანებით მოძრაობის შეზღუდვა გახანგრძლივდეს” – თენგიზ ცერცვაძე

151
90529923-3210033175696069-8196037991618052096-o (1)

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას მხარს არ უჭერს. მისი თქმით, მოქალაქეებს სჭირდებათ სიარული არა გასართობად, არამედ ავადმყოფების სხვადასხვა სამედიცინო პროცედურაზე გადასაყვანად, ან სხვა აუცილებელ საქმეზე წასასვლელად, ამიტომ ის მიიჩნევს, რომ არსებული შეზღუდვა წარმოადგენს დისკომფორტს.

„მე საერთოდ, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ, მაგრამ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ გახანგრძლივდეს, ამას არ ვუჭერ მხარს. რადგან ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმეზე სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც, იგივე ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურაზე, ან სხვა აუცილებელ ღონისძიებებზე და ამ ყველაფრის სპეციალური საშვებით, საბუთებით და ბეჭედდასმული ქაღალდებით კეთება ძნელია. ამიტომ, ვფიქრობ, ერთი კვირის შემდეგ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ მანქანების მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი გახდება. იმ პირობით, რომ როგორ გითხრათ, ცოტა ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ანუ, სისხლში გაგვიჯდა. დარწმუნებული ვარ, ავტომანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ მოიხსნება, ადამიანები სიფრთხილეს მაინც გააგრძელებენ“, – აცხადებს ცერცვაძე.

საგანგებო მდგომარეობის წესების ხელმეორედ დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის აზრით, შედეგი, რომელიც საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში აქვს, უნდა შენარჩუნდეს.

“ზოგი კითხულობს, მანქანები რა შუაშია და ამან რა ეფექტი უნდა მოგვცესო. საქმე ისაა, რომ უშუალოდ ავტომობილის მოძრაობა კი არ არის ამ მხრივ გადამწყვეტი, არამედ ის, რომ როცა კერძო მანქანები შეუზღუდავად მოძრაობენ, ამ მოძრაობას ახლავს ხალხის გადაადგილება, გარკვეულ ადგილებზე ადამიანების შეკრება, ერთმანეთთან შეხვედრები და ა.შ. ხომ ფაქტია, რომ ბოლო სამ-ოთხ დღეში შემთხვევების რაოდენობამ მოიკლო?! ყველაფერი შედეგებით იზომება, შედეგი კი ასეთია. ახლა, ჩვენ დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ პირველ არხთან გადაცემაში.

“მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია” – თენგიზ ცერცვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები