LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხარს ვუჭერთ ჰარისა და მეგანის გადაწყვეტილებას“ – დედოფლის საგანგებო განცხადება

1292
qentlzbt-news

ბუკინგემის სასახლე სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ახალ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც ისინი სამეფო ვალდებულებებს ემიჯნებიან. გადაწყვეტილება დედოფალმა საგანგებო თათბირის შემდეგ მიიღო და ის საჯაროდ გაახმოვანა: „დღეს ჩემმა ოჯახმა კონსტრუქციულად განიხილა ჩემი შვილიშვილისა და მისი ოჯახის სურვილი, დაიწყონ ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრება. მართალია ჩვენი სურვილია, ისინი ოჯახის სრულუფლებიან წევრებად რჩებოდნენ, მაგრამ გვესმის მათი სურვილი და მხარს ვუჭრთ მათ“ –  ნათქვამია 93 წლის მონარქის განცხადებაში.

ამავე განცხადებით ცნობილი ხდება, რომ სასექსები უმეტეს დროს კანადაში გაატარებენ, პერიოდულად კი ბრიტანეთს ესტუმრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები