LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხატვრისა და თეატრალური დეკორატორის, გოგი ალექსი-მესხიშვილის სოლო გამოფენას კულტურის ცენტრი ATINATI მასპინძლობს

804
alexmesxishvili

ექსპოზიცია სახელწოდებით სხეული“ პირველად სრულყოფილი სახით ATINATI – ს კულტურის ცენტრში გამოიფინა. დამთვალიერებელს ორი თვის მანძილზე საშუალება ექნება შემოქმედის მიერ ერთი სერიის ქვეშ გაერთიანებულ ნამუშევრებს გაეცნოს.

„სხეული“ – ასე ქვია ექსპოზიციას, რომელიც 90 იანების დისტანციური რეფლექსიაა, რაც შემდგომში ავტორმა მხატვრული დაკვირვების ფორმად გარდაქმნა. ექსპონირებული ნამუშევრები სტიქიურად შექმნილის ასოციაციებს იწვევს და ძალიან დიდი

ფორმატის ფაქტურულ ტილოებზეა შესრულებული. ეს ტილოები ერთგვარი პალიმფსესტებია, ზოგჯერ სამუშაო სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში დარჩენილი და დავიწყებული, რომლებსაც დროთა განმავლობაში ფენებად ედებოდა შემთხვევით მოხვედრილი თუ ექსპერიმენტის სახით დადებული საღებავი.

გამოფენის კურატორები არიან: ლიზა ოფერმანი და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი

ექსპოზიციის მასპინძელი კულტურის ცენტრი – ATINATI ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ონლაინ მედია პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას არაკომერციული საქმიანობით ეწევა. იმავე მიზნებით მედია პლატფორმა ATINATI აფართოვებს ფუნქციონირების არეალს და ეტაპობრივად ქართველი შემოქმედების ექსპოზიციებს შემოგვთავაზებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები