LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხატვრობა 45 000 წლის წინ – ინდონეზიაში ცხოველის უძველესი გამოსახულება აღმოაჩინეს

511
FORTUNA.GE- (2)

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძველი ნახატი, რომელზეც ცხოველია გამოსახული? ეს შესაძლოა იყოს ინდონეზიის ერთ-ერთი მღვიმის კედელზე შესრულებული ნამუშევარი, რომელიც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.

ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე აღმოჩენილ ნახატებს შორის წითელი გარეული ღორი პირველობას არ თმობს – ღორი, რომელიც 45 000 წლის წინ, მხატვარმა კედელზე გამოსახული სცენის მთავარ პერსონაჟად აქცია.

გამოსახულება მეცნიერებმა 2017 წელს აღმოაჩინეს, მის შესახებ ინფორმაცია კი 13 იანვარს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში.

 

 

136 სმ. სიგრძისა და 54 სმ. სიგანის ეს ცხოველი კომპოზიციის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია – მასთან ერთად გამოქვაბულის კედელზე ასევე მოსჩანს სხვა ორი ღორის ფრაგმენტები. მეცნიერები ამბობენ, რომ სცენა, შესაძლოა, მათს ორთაბრძოლას ასახავდეს.

ფრაგმენტებთან ერთად კედლის მარცხენა ზედა კუთხეში ორ მკვეთრ გამოსახულებასაც შენიშნავთ – ადამიანის ხელებს, რომელიც კიდევ ერთი უდიდესი მონაპოვარია მკვლევრებისთვის, ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა დნმ-ის ნაკვალევიც აღმოაჩინონ.

 

 

თავად ნახატის აღმოჩენამ კი შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დაადასტუროს, ან უარყოს აქამდე არსებული მოსაზრებები – მაგალითად ის, რომ უძველესი მხატვრობის აღორძინების ადგილი არა ევროპა, არამედ ინდონეზია იყო და რომ ეს რეგიონი 45 000 წლის წინ ადამიანებით იყო დასახლებული.

იმისათვის, რომ მსოფლიოს კლდის მხატვრობის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში იხილოთ, აუცილებლად მშრალ სეზონს უნდა დაელოდოთ.

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე მდებარე ლეანგ-ტედონგნეს მღვიმე, წყლის დონის გამო, უმეტესად მიუვალია.

 

 

ბოლო წლების განმავლობაში, სულავესის კუნძულზე აღმოაჩინეს ასობით კირქვის მღვიმე, რომელშიც კლდის მხატვრობის უამრავ ნიმუშს შეხვდებით – ცხოველების, გეომეტრიული ფიგურებისა და ხელის ანაბეჭდის გამოსახულებებით, რომლებიც კიდევ ერთხელ აბრუნებს კაცობრიობას პრეისტორიულ ეპოქაში და მეცნიერებსაც აძლევს სშუალებას – უფრო მეტი გვითხრან გაუჩინარებულ წარსულზე.

აქვე გეტყვით, რომ ეს ნახატი არის ცხოველის უძველესი გამოსახულება, თუმცა, ზოგად კონტექსტში მხატვრობის ყველაზე ძველი ნიმუში, რომელზეც ხაზებია გამოსახული, სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს და 73 000 წლით თარიღდება.

 

 

პრეისტორიული კლდის ფერწერა პირველი მხატვრებისგან: კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა კოლუმბიაში

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები