ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, რუსეთის ამჟამინდელი ქმედებები უკრაინაში, იდენტურია იმისა, რასაც 90-იან წლებში “მხედრიონელები” დასავლეთ საქართველოში აკეთებდნენ.

“სადღაც გადავაწყდი სენტიმენტებს მხედრიონზე და არ შემიძლია არ ვთქვა.

მხედრიონი იყო კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც დასავლეთ საქართველოში ჩაიდინა იგივე დანაშაული რასაც ახლა რუსეთი სჩადის უკრაინაში. სისასტიკის ყველა კომპონენტით, მათ შორის გაუპატიურებით.

ძალიან იშვიათად არსებობს ცხოვრებაში ისეთი მოვლენა რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს, უმეტესად შავსა და თეთრს შორის არის ტონების გრადაცია. მხედრიონი იყო ცალსახად შავი ლაქა, უბოროტესი ძალა, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავალი განუსაზღვრელი დროით გადაავადა.

ოდესმე, საქართველოში თუ ეს ორგანიზაცია რაიმე ფორმით დაშვებული გახდა, ან თუნდაც რომანტიზირებულ იქნა, მე პირადად ტურისტადაც არ ჩამოვალ იმ ქვეყანაში და არც შვილებს გავუშვებ. ერთხელ უკვე გავატარე სარდაფებში ბავშვობა ამ ბოროტმოქმედების წყალობით”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

მსგავსი თემები